22 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ბიზნეს ინკუბატორის“ ღია კარის დღის ფარგლებში პანელური დისკუსია გაიმართა თემაზე - „როგორ და რითი დავიწყოთ სტარტაპზე მუშაობა“.
შეხვედრას „ბიზნეს ინკუბატორის“ ხელმძღვანელი, ია ნადირაშვილი უძღვებოდა. ღონისძიებაზე აუდიტორიის წინაშე წარდგნენ „ჩირიფრუტის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, სოფიო ჯიქია და „სამეფო თაფლის“ დამფუძნებელი და დირექტორი, გიორგი გომელაური.
სპიკერებმა მიმოიხილეს თავიანთი კომპანიების დაფუძნებისა და განვითარების ისტორია. ასევე აუდიტორიას გააცნეს ის აუცილებელი უნარ-ჩვევები, რაც წარმატებული სტარტაპის შესაქმნელადაა საჭირო.
შეხვედრა, რომელსაც სტუდენტებთან ერთად ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა, აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება