აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აწესებს დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიებს.
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდია გამიზნულია განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.
სტიპენდია წესდება მაგისტრატურის სტუდენტისათვის თვეში 200 ლარის ოდენობით (არაუმეტეს 1 სტუდენტისა), ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში 200 ლარის ოდენობით (არაუმეტეს 1 სტუდენტისა). სტიპენდია გაიცემა დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე).
ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის გაცემის წესი გამიზნულია აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.
სტიპენდია წესდება მაგისტრატურის სტუდენტისათვის თვეში 200 ლარის ოდენობით (არაუმეტეს 1 სტუდენტისა), ასევე ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში 200 ლარის ოდენობით (არაუმეტეს 1 სტუდენტისა). სტიპენდია გაიცემა დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე).
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება იწარმოებს 25 ივლისის ჩათვლით.
გამოცხადებული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადები არ განიხილება.
კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა (PDF-ს ფორმატში):
გთხოვთ აღნიშნული დოკუმენტაცია გამოაგზავნოთ უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ელ. ფოსტის მისამართზე: career@ciu.edu.ge
სათაურის ველში მიუთითეთ სტიპენდიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისა და კონსულტაციისთვის მიმართეთ უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება