"ბრწყინვალე იგი" - აღნიშნული სახელწოდებით გაიხსნა 10 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენებისადმი მიძღვნილი გამოფენა, სადაც წარმოდგენილია საეკლესიო ნივთები, ოქრომკედით ქარგულობა, ცვილის ნამუშევრები, ცივი ოქროს კვანძით შექმნილი ნივთები, ქვაში დამუშავებული ორნამენტები და საეკლესიო ჭურჭელი.
გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატების ავტორები არიან: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი იზოლდა მელიქიშვილი; ხელოვანი, ხალხური რეწვის ოსტატი ლიანა ანიაშვილი; ხელოვანი, ხალხური რეწვის ოსტატი დარიკო ჩიხლაძე; მეთოჯინე რიტა შამუგია; იამზე ლომთაძე (ტიხრული მინანქარი); მხატვარი ხათუნა ანიაშვილი; ხალხური რეწვის ოსტატი ნანა ამბოკაძე; მეთოჯინე ლალი თოფურია; მარინა წიკლაური, დედა ნინო.
გამოფენა, რომელიც ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხარდაჭერით მიმდინარეობს, 12 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
გამოფენის კურატორია პროფესორი იზოლდა მელიქიშვილი, თანაორგანიზატორი კი - „ხელსაქმის საერთაშორისო ასოციაცია“.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება