კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის, „ბიზნეს ინკუბატორის“ ღია კარის დღე გაიმართა.
შეხვედრა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, მარიკა კლდიაშვილმა გახსნა, რომელმაც დამსწრე აუდიტორიას „ბიზნეს ინკუბატორისა“ და ზოგადად მეწარმეობის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.
დღის ფარგლებში ვორშოპით აუდიტორიის წინაშე წარდგა მენეჯმენტ კონსულტანტი, კომპანია „ჭკვიანი თხილის“ დამფუძნებელი, წიგნის - „ანტერპრენერობა“ - ავტორი, ნინო ანდრიაძე, რომელმაც სტუდენტებს თავისი გამოცდილება გააცნო, ისაუბრა ანტერპრენერობისა და წარმატებული ბიზნესმოდელის შექმნის თავისებურებებზე.
შეხვედრის მეორე ნაწილი „ბიზნეს ინკუბატორის“ ხელმძღვანელს, ია ნადირაშვილს დაეთმო, რომელმა პროექტის შესახებ ისაუბრა, ასევე აუდიტორიას თავიანთი შეხედულებები გააცნეს პროექტის მონაწილე სტუდენტებმა.
ცნობისთვის, „ბიზნეს ინკუბატორი“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს, სტუდენტებისგან ბიზნესიდეების შერჩევასა და შესაბამისი მოდელების ჩამოყალიბებას, ასევე ხელს უწყობს ფაკულტეტზე შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება