1-4 ივლისს ქ. ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ საერთაშორისო კონფერენცია -„ტრანსინუსური და პტერიგოიდული იმპლანტაცია, როგორც სინუსლიფტინგის ალტერნატივა“ - გაიმართა, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ საქართველოში ფირმა „მეგაგენის“ წარმომადგენელი - MegagenGeorgia და Dentalmarket.
საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ: ალექსანდრ ობაბკო, ქირურგი-იმპლანტოლოგი, ექსპერტი ნავიგაციურ ქირურგიაში (უკრაინა); ვლადიმერ შელეგი, ქირურგი-იმპლანტოლოგი, Megagen Implant co.-ს სერტიფიცირებული ლექტორი (ბელორუსი); ანტონ დობრიცკი, ორთოპედ-სტომატოლოგი, Megagen Implant co.-ს სერტიფიცირებული ლექტორი (ბელორუსი); ანდრეი დემენტიევი, კბილის ტექნიკოსი, სერტიფიცირებული ექსპერტი (ბელორუსი).
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ უკრაინისა და ბელორუსის სტომატოლოგიური კლინიკების წამყვანი სპეციალისტები, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით კი კონფერენციას ესწრებოდნენ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, მაგდა თორთლაძე, ხოლო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, ასოცირებული პროფესორი, ლელა გრიგოლია და ასოცირებული პროფესორი, ვერა ხუნძაკიშვილი.
კონფერენციაზე საუკეთესო სამუშაო გარემოში, რეალური ქეისების დახმარებით, მრავალი საინტერესო და აქტუალური საკითხი განიხილეს პრაქტიკულ სტომატოლოგიაში, ისაუბრეს ახალი მიდგომებისა და მკურნალობის მეთოდებზე იმპლანტოლოგიაში, ასევე, კონფერენციის მსვლელობის დროს გაიმართა სტომატოლოგიური აპარატურისა და მასალების გამოფენა.
საერთაშორისო კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საინფორმაციო მხარდაჭერით გაიმართა.
დასასრულს, კონფერენციის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება