30 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში კინორეჟისორ ნინო ბასილიას ფილმის - „ანას ცხოვრება“ - ჩვენება გაიმართა.
ღონისძიებას უშუალოდ ესწრებოდა ფილმის რეჟისორი, მასთან ერთად კი, ჩვენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ - კინომცოდნე, CIU-ს მულტიმედია ცენტრის პროდიუსერი რუსუდან კვარაცხელია და სამართალმცოდნე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის გამოძიების ხარისხის ანალიზისა და შეფასების სამმართველოს უფროსი, ბელა ფიფია.
ჩვენების შემდეგ მოწყობილ დისკუსიაში განიხილეს ფილმი და ისაუბრეს ქვეყანაში ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
ღონისძიება CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტების ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება