1 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ალექსანდრე რუსეცკის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: „აფხაზეთის პოლიტიკური კრიზისის მეტაკოგნიტიური მართვის მოდელი“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, თამარ კიკნაძე, ხოლო ოფიციალური რეცენზენტები: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ლია მელიქიშვილი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მალხაზ (სოსო) ვახტანგიშვილი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ალექსანდრე რუსეცკის პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება