5 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით მიმდინარე „ფინანსების კვირეულის“ ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „საქართველოს საბანკო-საფინანსო სექტორი, საკრედიტო რისკი და მინიმიზაციის მეთოდები“.
ლექციას შპს „ფეი უნიქარდის” შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე უძღვებოდა. სპიკერმა ზოგადად მიმოიხილა საბანკო სისტემა, განსაკუთრებული ყურადღება კი ფიზიკური პირების დაკრედიტებასა და თანმდევ რისკებზე გაამახვილა.
საჯარო ლექცია ინტერაქციული ფორმატით წარიმართა, სადაც სპიკერმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა.
ღონისძიებაზე აუდიტორიას მიესალმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, მარიკა კლდიაშვილი, რომელმაც ალექსანდრე ლორთქიფანიძის ლექციისა და ზოგადად, „ფინანსების კვირეულის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრას CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება