კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა „სამართლის აკადემიის“ მონაწილე აბიტურიენტებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ CIU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ხატიძე და დეკანის მოადგილე თამთა წირქვაძე.
CIU-ში სტუმრად მყოფმა აბიტურიენტება კრიმინალისტიკის ლაბორატორია დაათვალიერეს, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, ქალაქ თბილისის სამმართველოს უფროსმა, თენგიზ სისაურმა გააცნო მათ, თუ რას ნიშნავს კრიმინალისტიკა, როგორ ტარდება გამოძიების დროს მტკიცებულებების მოპოვება და შემთხვევის ადგილის დათვალიერება.
მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ლაბორატორიაში მოწყობილი იმიტირებული შემთხვევის ადგილი და ყველა ის ტექნიკური აღჭურვილობა, რასაც ექსპერტ-კრიმინალისტები იყენებენ.
აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებმა იმიტირებულ სასამართლო პროცესში მიიღეს მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმეზე და წარმატებით მოირგეს ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულისა თუ პროცესში მონაწილე სხვა სუბიექტების როლი.
შეხვედრის დასასრულს, CIU-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით გვეტაძემ აბიტურიენტებს შესაბამისი სერთიფიკატები გადასცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება