17 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო შეხვედრა გაიმართა თემაზე: „ერთად ძუძუს კიბოს წინააღმდეგ: ცნობიერების ამაღლება და პრევენცია“, რომელსაც კლინიკური ონკოლოგი, MD, კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ ონკოლოგი სალომე კორძაია უძღვებოდა.
ღონისძიების ფარგლებში სპიკერმა მიმოიხილა ძუძუს კიბოს რისკ-ფაქტორები, სიმპტომები, დაავადების პრევენცია, სკრინინგი, სტატისტიკური მონაცემები, დაავადების დიაგნოსტირება, სტადირება, მკურნალობის მეთოდები და რეკომენდაციები.
შეხვედრა ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა, სადაც სპიკერმა აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
ღონისძიებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ძუძუს კიბოსთან დაკავშირებული საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება