27 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილის, თორნიკე ზირაქიშვილის საჯარო ლექცია გაიმართა.
შეხვედრაზე სპიკერმა ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: ბიზნესის განვითარება, ექსპორტის მხარდაჭერა და ინვესტიციების მოზიდვა.
ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა, სადაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
შეხვედრას სტუდენტებთან ერთად ფაკულტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება