კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, ესპანური კულტურისა და განათლების ცენტრ „იბერიას“ ჩართულობით, კორუნიის უნივერსიტეტის (ესპანეთი) პროფესორსა და მედიცინის დოქტორს, ალეხანდრო პაზოს სიერას უმასპინძლა.
კსუ-ს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, მაგდა თორთლაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თაკო ლაღიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კოორდინატორი, სვეტლანა კირაკოსიანი.
მხარეებს შორის შეხვედრის ძირითადი ნაწილი მედიცინისა და ხელოვნური ინტელექტის დარგში სამომავლო თანამშრომლობის განხილვას დაეთმო. ისაუბრეს ერასმუს+-ის პროგრამისა და ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობებზე.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კორუნიის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, CIU-ს სტუდენტები და პროფესორები კორუნიის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით ისარგებლებენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება