10 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის პროექტის - „ჩვენი ჯარი“ - ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
თავდაცვის ძალების სტრუქტურა, საერთაშორისო მისიები, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა, თავდაცვის ახალი კოდექსი და ჯართან დაკავშირებული სხვა აქტუალური საკითხები აუდიტორიას ლეიტენანტებმა: მაიკო ჩქარეულმა და ლევან კობაიძემ გააცნეს.
საინფორმაციო შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა, რომელსაც სტუდენტებთან ერთად, ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება