3 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის პროექტის - „ჩვენი ჯარი“- შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას ლეიტენანტები - ლევან კობაიძე და მაიკო ჩქარეული უძღვებოდნენ. სპიკერებმა მიმოიხილეს „თავდაცვის კოდექსი“ და ყურადღება მის ძირითად ნიუანსებზე გაამახვილეს.
აღსანიშნავია, რომ „თავდაცვის კოდექსი“ თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებისა და თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის მომზადების მიზნით შეიქმნა. კოდექსი თავდაცვის მიზნებზე მორგებული სამხედრო სამსახურის გავლის ახალ წესს არეგულირებს და თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. ასევე, ახლებურად ყალიბდება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური.
შეხვედრას ესწრებოდნენ: თავდაცვის ძალების მეთაურის თანაშემწე, ვიცეპოლკოვნიკი - მამუკა მესხი; გენერალური შტაბის უფროსი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალი - ირაკლი ჭიჭინაძე; CIU-ს ვიცერექტორი - თამარ ინასარიძე და CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე - ჯემალ სოლოღაშვილი.
საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტთა აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება