28 იანვრიდან - 6 თებერვლის ჩათვლით, ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების 40 წლისთავის აღსანიშნავად, ირანის რელიგიების უნივერსიტეტებმა და ქვეყნის კულტურულმა ორგანიზაციებმა, საზღვარგარეთის უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებისათვის, თანამედროვე ირანის გაცნობით-კულტურული ტური განახორციელეს.
აღნიშნულ ტურში 20 ქვეყნის, 30-ზე მეტი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ჩაერთნენ. მათ შორის, საქართველოსთან ერთად, ინგლისის, ბელგიის, ავსტრიის, შვეიცარიის, რუმინეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები.
თანამედროვე ირანის გაცნობით-კულტურულ ტურში, საქართველოდან კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, საქართველოსა და ირანის ურთიერთობების სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი, ირანის კაბინეტის ხელმძღვანელი - მაია კაპანაძე მონაწილეობდა.
პროფესორ-მასწავლებლებმა ადგილობრივი უნივერსიტეტების პროფესორებთან შეხვედრები გამართეს და გასვლით-კულტურული ტურის ფარგლებში, ხუთი ქალაქი - თეირანი, ყუმი, ქაშანი, ისფაჰანი და მაშჰადი მოინახულეს.
ვიზიტის ფარგლებში ისლამური რევოლუციისა და ზოგადად ისლამის საკითხების შესახებ სემინარები გაიმართა.
კულტურული ტური დაიწყო თეირანში და დასულდა მაშჰადში. ღონისძიების დასრულების შემდგომ, ტურში მონაწილე პროფესორებს მონაწილეობის სერტიფიკატები გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება