7 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, ემოციური ინტელექტის სერტიფიცირებული ქოუჩისა და ტრენერის (PCC,EQCP) თამუნა ჩიჩუას წიგნის „ჰარმონია საკუთარ თავთან“ პრეზენტაცია და მასტერკლასი თემაზე: ,,ემოციური ინტელექტი“ გაიმართა.
შეხვედრაზე სპიკერმა ემოციური ინტელექტის, დისბალანსის, სწორი გადაწყვეტილებებისა და სტრესის შესახებ ისაუბრა. პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე განხილულ იქნა, ემოციური ინტელექტის განვითარების შესაძლებლობა, საკუთარი თავის შეცნობის სხვადასხვა თეორიები და მეთოდები.
შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგა: CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, მარიკა კლდიაშვილი. მასტერკლასს ესწრებოდნენ CIU-ს რექტორი, კახაბერ კორძაია, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება