დეგენდორფის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (TID), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (CIU) და ველნეს ტურიზმის ბიზნეს სექტორის ერთობლივი კვლევა
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) პროექტის-„Internationalization of International Health Tourism” ფარგლებში, გერმანიის დეგენდორფის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (TID-Deggendorf Institute of Technology) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) საქართველოს სამედიცინო ველნეს და სპა ტურიზმის მდგრადი განვითარების ერთობლივ კვლევას ახორციელებენ.
7-12 მაისს საველე კვლევის განხორციელების მიზნით, CIU-ს გერმანიის დეგენდორფის ტექნოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო ტურიზმის მენეჯმენტის პროგრამის დირექტორი, პროფესორი მარკუს ჰარტრაი, ლექტორი კარმენ მენტილი და სტუდენტთა ჯგუფი ეწვია.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აღნიშნულ კვლევაში, CIU-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ასოცირებული პროფესორის მარინა გედევანიშვილისა და პროფესორ მაია უკლებას ხელმძღვანელობით, ტურიზმისა და მედიცინის პროგრამების სტუდენტები მონაწილეობენ.
საველე კვლევაში დიდი წვლილი შეიტანა ბიზნეს სექტორმა, კერძოდ, კვლევაში ჩართულია: ლოპოტას სპა კურორტი, ბიოლის სამედიცინო ველნეს კურორტი, თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი და სასტუმრო „The House Hotel Old Town“. მკვლევრებს შესაძლებლობა მიეცათ GSTC ინდიკატორებისა და კრიტერიუმების კონტექსტში, ადგილზე შეესწავლათ ზემოაღნიშნული კურორტების კონცეფცია, პროდუქტები, გაჯანსაღების პროგრამები და მეთოდები, ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები.
კვლევის საბოლოო შედეგები ქართველი და გერმანელი პროფესორების და სტუდენტების ერთობლივ ანგარიშში აისახება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება