2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სტუდენტთა შიდა მობილობის შესახებ განცხადებების მიღება განხორციელდება 18 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით ელექტრონული განცხადებების საშუალებით.
შედეგების შესახებ ბრძანება გამოქვეყნდება 18 თებერვლამდე.
უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამაგისტრო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სტუდენტთა შიდა მობილობის შესახებ განცხადებების მიღება განხორციელდება 31 იანვრიდან 2 მარტის ჩათვლით ჩათვლით ელექტრონული განცხადებების საშუალებით.
შედეგების შესახებ ბრძანება გამოქვეყნდება 10 მარტამდე.
შენიშვნა: შიდა მობილობის განხორციელების პროცესში მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლება აქვს სტუდენტს შემდეგი პირობებით:
ა) სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მედიცინის პროგრამაზე უნივერსიტეტის მიერ დადგენილ მიღების წინაპირობებს (ჩაბარებული აქვს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენა (მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 40%) ქიმია და ბიოლოგია (მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 35%) და ერთიანი ეროვნული გამოცდების რანჟირებული ქულა აქვს არანაკლებ 1800 ქულისა.
ბ) თუ სტუდენტს ეროვნულ გამოცდებზე არ აქვს ჩაბარებული პროგრამის წინაპირობად დადგენილი საგანი ან არ აქვს გადალახული მიღების წინაპირობაში აღნიშნული ბარიერი, მას ეძლევა შიდა მობილობის უფლება იმ შემთხვევაში, თუ მისი საერთო ან ბოლო აქტიური სემესტრის GPA იქნება მეტი ან ტოლი 3,0-ის (ბოლო სემესტრი მინიმუმ 15 კრედიტით). ინგლისური ენის გარეშე ჩარიცხულ, ან დადგენილ ზღვარზე დაბალი ქულის მქონე სტუდენტს, შიდა მობილობის უფლება მიეცემა ინგლისური ენის ცოდნის დადასტურების შემთხვევაში (ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენით/ზეპირი და ტესტური შიდასაუნივერსიტეტო გამოცდით).
გ) დადგენილი წესები არ ეხება იმ სტუდენტს, რომელიც სწავლობდა მედიცინის პროგრამაზე, შეიცვალა პროგრამა და ისევ გადაწყვიტა მედიცინის პროგრამაზე სწავლის გაგრძელება.
შიდა მობილობით გადასვლის მსურველმა სტუდენტებმა, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მითითებული განცხადების ფორმა ელექტრონულად და გადააგზავნოთ თქვენი ფაკულტეტის (ამჟამინდელი) ელ. ფოსტაზე:
მედიცინის ფაკულტეტი - Info.medgeo@ciu.edu.ge / უცხოენოვანი პროგრამები: info.medicine@ciu.edu.ge
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი - Info.business@ciu.edu.ge
სამართლის ფაკულტეტი - Info.law@ciu.edu.ge
სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - Info.social@ciu.edu.ge
მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი - Info.agro@ciu.edu.ge
P.S.თუ სახელი და გვარი არ იდენტიფიცირდება სტუდენტის მეილთან, ის განცხადება არ განიხილება! (გთხოვთ, განცხადება გადმოაგზავნოთ პირადი ელ.ფოსტიდან).
განცხადების ფორმა ქართულენოვან საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებისთვის.
განცხადების ფორმა უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამაგისტრო პროგრამებისთვის.
შენიშვნა: სტატუსშეჩერებული სტუდენტების შემთხვევაში, შიდა მობილობის განხორციელებამდე (განცხადების გადმოგზავნამდე), გთხოვთ, ასევე დაწეროთ განცხადება სტატუსის აღდგენის თხოვნით და მინიმალური გადასახადის (სემესტრული გადასახადის მესამედი) გადახდის ჩვენებით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება