3 დეკემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ორგანიზებით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა/გამოწვევა: ,,Operation Global Ally''-სთან დაკავშირებით.
მომხსენებლებმა, კომპანია „Ally-ის“ თანადამფუძნებელმა და კომპანია „ლივინგსტონის“ დირექტორმა ერეკლე ზურმუხტაშვილმა და კომპანია „Ally-ის“ თანადამფუძნებელმა, „Axel-ის“ (საინვესტიციო ფონდი) მმართველმა პარტნიორმა თორნიკე აბულაძემ სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია გამოწვევა ,,Operation Global Ally''-სთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს ქართული სტარტაპების მსოფლიოს მასშტაბით პოპულარიზაციას.
შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და გამოირჩეოდა სტუდენტთა მხრიდან აქტიურობით და დიდი ჩართულობით.
შეხვედრის დასასრულს, გაფორმდა მემორანდუმი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კომპანია „Ally-ის“ შორის.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება