18 მაისს, ტურიზმის კვირეულის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებთან.
ღონისძიება CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და ტურიზმის ლაბორატორიის ორგანიზებით გაიმართა.
კუსდამთავრებულებთან შეხვედრას უძღვებოდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ლალი მიქელაძე, რომელმაც თითოეულ კუსდამთავრებულის წვლილი აღნიშნა და მათ სწავლის დასრულების შემდგომაც, მშობლიურ უნივერსიტეტთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ტურიზმის სექტორში წარმატებით დასაქმებული კურსდამთავრებულები და CIU-ს მაგისტრანტები: შოთა ფურცელაძე, ქეთი პერტავა, ნანა ზაქარაია, ხატია ლომიძე, სალომე მანძულაშვილი, გიგი ქებაძე და ანა გედენიძე.
კუსდამთავრებულებმა დამსწრე აუდიტორიას გააცნეს სტუდენტობის პერიოდი და ის საინტერესო თავგადასავლები, რაც უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ჰქონდათ, ასევე ისაუბრეს თავიანთ კარიერულ გზასა და ტურიზმის სექტორში დასაქმების პერსპექტივებზე.
კუსდამთავრებულების მხრიდან, სიტყვით გამოსვლაში, მათ წარმატებაში, აღინიშნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და თითოეული ლექტორის როლი, განსაკუთრებით კი ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, ლალი მიქელაძის უშუალო წვლილი მათ მრავალფეროვან სტუდენტობასა და შემდგომი დასაქმების მიმართულებით.
„დღეს იყო აქტიური სტუდენტებისა და კუსდამთავრებულების შეხვედრა ერთმანეთთან. მინდა აღვნიშნო, რომ წარმატებული მომავლისა და პროფესიული რეალიზებისთვის, არ არის საკმარისი მხოლოდ კარგი ლექცია-სემინარები და სასწავლო კურსები, ამას სჭირდება უდიდესი ინდივიდუალური ძალისხმევა და პროგრამის განმახორციელებები თითოეული ლექტორის მრიდან სტუდენტთა განსაკუთრებული ხელშეწყობა. დღევანდელი შეხვედრით მინდოდა, მოქმედ სტუდენტებს გამოცდილი კურსდამთავრებულებისგან დაენახათ, რამდენად მნიშვნელოვანია წარმატებისთვის მყარად ფეხზე დგომა, მუდმივი წინსვლა და თავდაჯერებულობა.
მნიშვნელოვანია, რომ კუსდამთავრებულებმა სტუდენტებს გადასცენ ის დაგროვილი ემოციები, რაც გამოადგებათ მათ როგორც უნივერსიტეტში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სტუდენტებს ენახათ, რომ ამ პროფესიაში ძალიან გაადამიანურებული და ცოცხალია ურთიერთობები და ის კურსდამთავრებულები არასოდეს არიან შორს უნივერსიტეტისგან. ასევე აღვნიშნავ, რომ წარმატებაში დიდი როლი აქვს მარცხს. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები არ შეუშინდნენ მარცხს და ეს გამოიყენონ მუდმივი განვითარების შესაძლებლობად. ამდენმა დადებითმა ემოციამ დღეს სიხარულის ცრემლებამდე მიმიყვანა.“, - აღნიშნა ლალი მიქელაძემ.
კუსდამთავრებულებთან შეხვედრას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება