24 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროგრამების ხელმძღვანელთა სამუშაო ვიზიტების შედეგების განხილვა მოეწყო.
პრეზენტაციაზე ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის / მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ზაზა ცოტნიაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული სამეცნიერო-სასწავლო ვიზიტი შეაფასა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამერიკულ დეპოლის უნივერსიტეტთან ერთად აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებში: Global Learning Experience და Global Conversations. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გარდა, პროგრამაში მსოფლიოს არაერთი უმაღლესი სასწავლებელია ჩართული, რაც სტუდენტებთან ერთად, შესაძლებლობას ქმნის ისაუბრონ: მედიაზე, კიბერუსაფრთხოებაზე, საინფორმაციო ომებსა და სხვა საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებზე.
ვიზიტის ფარგლებში, დეპოლის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტებისთვის გაიმართა ზაზა ცოტნიაშვილისა და რიჩარდ ფარკასის ერთობლივი ლექცია-დისკუსია - „დეზინფორმაცია, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი“.
პროფესორ ბურსუ დეგიმენთან ერთად პოლიტიკის სპეციალობის სტუდენტებთან გაიმართა ლექცია გარდამავალი პერიოდის მედიასა და პოლიტიკაზე საქართველოს მაგალითზე. ასევე აღსანიშნავია, რომ GLE პროექტის მიერ გამოიცა სტატიების კრებული „კიბერ სივრცე და მსოფლიო“, რაშიც პროფესორმა ზაზა ცოტნიაშვილმა უნივერსიტეტის სახელით აქტიური მონაწილეობა მიიღო.
დეპოლის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ჟანმარიო ბასანასთან შეხვედრაზე მხარეებმა გრძელვადიანი თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს. აღსანიშნავია, რომ CIU-ს სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ GC-ის ონლაინ პროექტში, რაც გულისხმობს, მათი ინტერესების მიხედვით, ამერიკელი პროფესორების ლექციებსა და დისკუსიებზე დასწრებას.
შეხვედრის მეორე ნახევარი საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების / გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამების ხელძღვანელს, ვახტანგ მაისაიას და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელს, ალიკა გუჩუას დაეთმო, რომლებმაც პოლონეთში ვიზიტი შეაჯამეს.
აღნიშნული ვიზიტის შედეგებში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა: პოლონეთის სახელმწიფო მდივნის, ტომაშ რჟიმკოვსკის მიერ პროფესორ ვახტანგ მაისაიას დაჯილდოება პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი - „განათლების ეროვნული კომისიის მედალი“; შეხვედრა ევროპარლამენტარ კაროლ კარსკისთან, სადაც მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და საგანმანათლებლო სფეროს სტრატეგიული მიმართულებები; ტორუნის უნივერსიტეტთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება და მონაწილეობა მე-10 წყნარი ეკეანეთის კონგრესზე. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ევროპისა და აზიის 300-მდე მეცნიერ-მკვლევარი, ხოლო ვახტანგ მაისაიამ და ალიკა გუჩუამ წარადგინეს ერთობლივი მოხსენება ჩინეთის სამხედრო სტრატეგიაზე; პოზნანის ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტთან ურთიერთობის გაღრმავება და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჩართვა სამეცნიერო ჟურნალში - „სტრატეგიული ხედვა“, რომელსაც Scopus-ის სამეცნიერო ჟურნალების კლასიფიკატორში მაღალი რეიტინგი აქვს.
ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა ამირანაშვილი, რომელმაც პროგრამების ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი აკადემიური ვიზიტებისთვის და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია, სხვა სტრუქტურული ერთეულების წარმოამდგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება