24-26 ივლისს, ვარშავის უნივერსიტეტში (ვარშავა, პოლონეთი), „პოლონეთის საერთაშორისო კვლევების ასოციაციასთან“ თანამშრომლობით, „საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევების მსოფლიო კომიტეტის მეშვიდე გლობალური კონფერენცია“ ჩატარდა.
წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემაა: „საერთაშორისო ურთიერთობები ცვალებად სამყაროში: თანმიმდევრულობის, ცვლილებისა და წინააღმდეგობის გააზრება“.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, CIU-ს პროფესორი, CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების / გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია.
მისი მოხსენების სახელწოდება გახლდათ: „გეოეკონომიკური ომის კონცეფცია ჩრდილოეთ-სამხრეთის სისტემაში ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში - კავკასია-კასპიისპირეთის მაგალითი“.
აღსანიშნავია, რომ ვახტანგ მაისაია, პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, აკადემიური და სამეცნიერო მიღწევებისთვის, „საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევების მსოფლიო კომიტეტის“ წევრად აირჩიეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება