24 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, გვანცა ჩხეიძე შეხვდა.
საინფორმაციო ხასიათის ონლაინ შეხვედრა - „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ - მიზნად ისახავდა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას სატელეკომუნიკაციო სფეროში.
კომუნიკაციების ომბუდსმენმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. ასევე, გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები/ვადები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
იხილეთ სასარგებლო ბმულები
https://momkhmarebeli.comcom.ge/ (მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი)
https://sheamotsme.ge/ (თუ ინტერნეტი გიჭედავს, შეამოწმე)
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება