20 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრში ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „დოსიეს“ ავტორსა და წამყვანს, მწერალსა და დოკუმენტალისტს, პაატა ქურდაძეს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში სტუმარმა მიმოიხილა საკუთარი კარიერული ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი მოვლენები, დოკუმენტური ფილმების შექმნის ნიუანსები და გადაცემა „დოსიეს“ დაარსებისა და განვითარების ისტორია, შეხვედრის მეორე ნაწილში კი აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
ღონისძიებას სტუდენტებთან ერთად სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება