11 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ესპანური კულტურისა და განათლების ცენტრ „იბერიას“ საინფორმაციო შეხვედრა.
შეხვედრა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, მარიკა კლდიაშვილმა გახსნა, ხოლო საინფორმაციო ნაწილს უძღვებოდნენ ესპანური კულტურისა და განათლების ცენტრ „იბერიას" დამფუძნებელი, ქეთი გორგილაძე და ცენტრის დირექტორი, ლანა გვახარია.
საინფორმაციო შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ცენტრ „იბერიას“ ზოგადი საქმიანობა; დასწრებით და ონლაინრეჟიმში ესპანური გაკვეთილების დაწყება; გაცვლითი პროგრამები ესპანეთში და ინდივიდუალური შეთავაზებები სტუდენტებისთვის.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება