29 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბების გაერთიანების - „Magnum Opus“ - ორგანიზებით სტუდენტებს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და დინამო თბილისის ექიმი, დავით ხარაბაძე შეხვდა თემაზე: „სპორტული მედიცინა“.
სპიკერმა მიმოიხილა სპორტული მედიცინის როლი თანამედროვე ორგანიზაციებისა თუ ეროვნული ნაკრებებისთვის, ასევე, დეტალურად გაანიხილა სპორტმენებში ყველაზე გავრცელებული ტრავმები და პრობლემატური საკითხები.
პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა აუდიტორიასთან კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება