28 აპრილს კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით განათლების განვითარების პროფესიონალის, კარიერული კონსულტანტის, ცირა შანავას ინგლისურენოვანი შეხვედრა გაიმართა სტუდენტებთან თემაზე: „როგორ გამოვიყენოთ LinkedIn სამსახურის ძიების პროცესში“.
აღსანიშნავია, რომ LinkedIn მსოფლიოში უდიდესი პროფესიონალური ქსელური ვებ-გვერდია, სადაც შესაძლებელია ბიზნეს კავშირების დამყარება. საიტი საინტერესოა სამსახურის მაძიებელთათვის, მიზნეს სიახლეების მისაღებად თუ პროფესიონალური რეპუტაციისა და ბრენდის ხილვადობის გასაზრდელად.
სპიკერმა შეხვედრაზე სწორედ აღნიშნული საკითხები და მათი უპირატესობები მიმოიხილა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება