1 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „CIU აკადემია აბიტურიენტებისთვის“ - პროექტის პრეზენტაცია და „ ღია კარის დღე” გაიმართა.
ღია კარის დღეზე აბიტურიენტებს, პედაგოგებსა და მშობლებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ. საბაკალავრო პროგრამების შესახებ დეტალურ შეკითხვებს კი ფაკულტეტების დეკანებმა, დეკანის მოადგილეებმა და პროგრამების ხელმძღვანელებმა უპასუხეს.
შეხვედრის ფარგლებში, „CIU აკადემია აბიტურიენტებისთვის“ - პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, CIU-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - დავით გვეტაძემ პროექტის შინაარსობრივ ნაწილზე ისაუბრა და აბიტურიენტებს პროფესიულ აკადემიებში ჩართულობისაკენ მოუწოდა.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჯამში 350-მდე აბიტურიენტს უმასპინძლა.
„CIU ღია კარის დღეზე“ მოსულმა აბიტურიენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების, სამართლის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, მედიცინისა და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. დაათვალიერეს უნივერსიტეტის პრაქტიკული სივრცეები და ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, მულტიმედია ცენტრი და მევენახეობა-მეღვინეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
შეგახსენებთ, რომ CIU აკადემია, რომელიც სპეციალურად აბიტურიენტებისთვის ხორციელდება და მიზნად ისახავს პროფესიის არჩევის პროცესში მხარდაჭერასა და სტუდენტობისთვის მომზადებას, რეგისტრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: t.ly/qjjhR
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება