24 სექტემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფარმაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან, ფარმაცევტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კომპანია „გეფას“ წარმომადგენლების ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
ფარმაცევტული კომპანია „გეფას“ შერჩევის სპეციალისტმა და სამედიცინო სასწავლებლებთან ურთიერთობის კოორდინატორმა, დიანა ფეიქრიშვილმა ისაუბრა პროფესია ფარმაცევტზე, კომპანიაში მიმდინარე და დაგეგმილ ვაკანსიებზე, დასაქმების შესაძლებლობებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ასევე, სტუდენტებს შეხვდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, „გეფას“ სპეციალური პროდუქციის განყოფილების სპეციალისტი, ქეთი მაისურაძე, რომელსაც 8-წლიანი უწყვეტი სამუშაო გამოცდილება აქვს ფარმაცევტულ კომპანიაში. მან კარიერაზე და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რაც მისცა კომპანია „გეფამ“, ასევე, იმ ცოდნასა და უნარებზე, რაც მიიღო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, რამაც განაპირობა მისი წარმატებული კარიერა ამ დარგში.
შეხვედრის ბოლოს, სპიკერებმა სტუდენტებს რჩევები მისცეს და მათ კითხვებს უპასუხეს.
აღსანიშნავია, რომ „გეფა“ კსუ-ს ფარმაციის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელებს ტრადიციულად სამედიცინო ხალათებს/ფორმებს და სხვა სახის საჩუქრებს გადასცემს.
ონლაინ შეხვედრა კსუ-ს უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის, ასევე, მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება