3 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის, გაიმართა ექსკლუზიური შეხვედრა, მეან-გინეკოლოგ საკში არორა ჰანსთან, შეხვედრა მიეძღვნა FMGE-ის (უცხოური დიპლომის მქონე მედიკოსების სკრინინგ გამოცდა ინდოეთში) მოსამზადებელ კურსს.
სესიის დროს, დოქტორმა საკში არორა ჰანსმა, გააზიარა FMGE-ის გამოცდისთვის მომზადების სტრატეგიები. განიხილა ეფექტური სასწავლო განრიგის შედგენის კრიტერიუმები, FMGE სილაბუსთან დაკავშირებული საკითხები და გამოცდაში წარმატების მისაღწევად საჭირო სხვა ინსტრუმენტები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება