თუ აბიტურიენტი ხარ და ჟურნალისტიკა შენი ინტერესის სფეროა, მაშინ შემოგვიერთდი პროექტში, რომელიც სპეციალურად აბიტურიენტებისთვის ხორციელდება და მიზნად ისახავს პროფესიის არჩევის პროცესში მხარდაჭერასა და სტუდენტობისთვის მომზადებას.
კურსის მიმდინარეობისას აბიტურიენტებს ჩაუტარდებათ ინტერაქციული ლექცია-სემინარები ჟურნალისტიკის სფეროს წარმატებულ პრაქტიკოს წარმომადგენლებთან, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორიდან.
აბიტურიენტებისთვის CIU აკადემია არის შესაძლებლობა გაიცნონ მათი მომავალი პროფესია.
ერთკვირიანი პროფესიული თავგადასავალი დაგეხმარებათ შეაფასოთ, რამდენად სასურველია კონკრეტული სფერო, რა გამოწვევები და შედეგები ახლავს მას თან.
სპიკერები:
ეკა ჭალაგანიძე - CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, მასობრივი კომუნიკაციების აკადემიური ასისტენტი
თემა: ჟურნალისტის პროფესია - „კარიერული განვითარება“
თარიღი: 21 აპრილი, 20:00 საათი
ეკა თხილავა - მედია მეცნიერებების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
თემა: „მედიის ზემოქმედება საზოგადოების ცნობიერებაზე“
თარიღი: 22 აპრილი, 20:00 საათი
ხათუნა კაჭარავა - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი
თემა: „მედიაეთიკა“
თარიღი: 23 აპრილი, 20:00 საათი
ზაზა ცოტნიაშვილი - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი მედიის მიმართულებით, პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი
თემა: “მომავლის ჟურნალისტი”
თარიღი: 24 აპრილი, 20:00 საათი
სულხან მელაძე - ასოცირებული პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე
თემა: „ქართული მედია სკოლების თანამედროვე გამოწვევები“
თარიღი: 25 აპრილი, 20:00 საათი
პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა და რეგიონში მყოფ აბიტურიენტს.
ლექცია-სემინარები ჩატარდება Online, ZOOM-ის პლატფორმაზე.
გარდა თეორიული ნაწილისა, პროექტის „CIU- აკადემია აბიტურიენტებისთვის“ ფარგლებში, გაიმართება პრაქტიკული Workshop -ები, ხოლო პროექტის ბოლოს, ყველა მონაწილე მიიღებს კარიერული განვითარების პერსონალურ კონსულტაციას.
პროექტის შინაარსობრივი ნაწილი მომზადებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური გუნდის მიერ, CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მხარდაჭერით.
პროექტის განხორციელების ვადები: 21-25 აპრილი
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: t.ly/qjjhR
აბიტურიენტებისთვის, პროექტში მონაწილეობას სრულად აფინანსებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება