6 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი უნიკალური კადრები.
დღის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ახალგახსნილ ჟიული შარტავას სახელობის საკონფერენციო დარბაზში, სადაც სიტყვით გამომსვლელებმა მოიგონეს ეროვნული გმირის ირგვლივ განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები და გაიხსენეს პირადი ისტორიები.
შეხვედრას უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, რექტორი კახაბერ კორძაია, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სესილი გოგიბერიძე, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ, ღონისძიებას კი მოდერაცია რექტორის მრჩეველმა, გიორგი ფარეშიშვილმა გაუწია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება