6 ნოემბერს, კსუ-ს საკონფერენციო დარბაზში, ცნობილმა იუმორისტმა და სცენარისტმა - გიორგი ჯანელიძემ საჯარო ლექცია თემაზე: ,,იუმორი, როგორც პრობლემის მოგვარების (ზოგჯერ კი გაღრმავების) გზა“ ჩაატარა. ლექციამ ახალგაზრდების დიდი დაინტერესება გამოიწვია და შეხვედრას როგორც კსუ-ს, ასევე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
მომხსენებელმა იუმორის, როგორც რთული, უხერხული თუ კონფლიქტური სიტუაციების კარგად განმმუხტავი ინსტრუმენტის შესახებ ისაუბრა და აუდიტორიასთან კონკრეტული შემთხვევები და ფაქტები, როგორც თანამედროვე, ასევე ისტორიულ წყაროებსა და მოვლენებზე დაყრდნობით, გაარჩია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება