კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის უცხოენოვანი პროგრამების სტუდენტებისთვის ორგანიზაცია GIMSOC-მა (Georgian International Medical Student Society) შეხვედრა გამართა.
ორგანიზაცია ორიენტირებულია საქართველოში მედიცინის მიმართულებით უცხოელი სტუდენტების გაერთიანებასა და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვაზე, რაც ხელს უწყობს მათ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.
ღონისძიებაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზევე გაევლოთ რეგისტრაცია და გაწევრიანებულიყვნენ GIMSOC-ში.
ცნობისთვის, CIU-ს GIMSOC-ის გუნდმა 2023 წელს მოაწყო სამი ღონისძიება: USMLE Uncovered, მეანობა-გინეკოლოგიის სემინარი და ECG ვორქშოპი. გარდა ამისა, GIMSOC-ს ჰყავს კურსდამთავრებულთა კომიტეტი და აქვს მენტორობის პროგრამა, რომელიც მორგებულია სტუდენტების ინტერესებს. GIMSOC-ის ღონისძიებები მოიცავს სხვადასხვა სამედიცინო ვიქტორინას, ქეისების პრეზენტაციებსა და პოსტერ პრეზენტაციებს.
ორგანიზაციის ვორქშოპები სტუდენტებს უვითარებს პრაქტიკულ გამოცდილებას. სემინარები მოიცავს გადაუდებელ კარდიოვასკულარულ დახმარებას (ACLS), BLS ტრენინგს, OSCE-ს, ნაკერების დადებასა და დერმატოლოგიას. GIMSOC-ში გაწევრიანება შესაძლებლობას აძლებს დამწყებ მედიკოსებს, ჰქონდეთ წვდომა უნიკალურ სასწავლო და პრაქტიკულ რესურსებზე, რაც ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება