2021-2022 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე ლოძის უნივერსიტეტში (პოლონეთი).
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ: ბიზნესის, სამართლის და სოციალურ-მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
სწავლის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი.
სააპლიკაციო დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა - 12 დეკემბერი, 2021 წელი.
სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ird@ciu.edu.ge
აპლიკანტებმა სათაურის ველში უნდა მიუთითონ - განაცხადი „ლოძის უნივერსიტეტი“.
სააპლიკაციო დოკუმენტები:
• პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
• ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
• CV (ინგლისურ ენაზე).
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (507-ე ოთახი), ird@ciu.edu.ge, +995 598 56 42 95.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება