Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, CIU აცხადებს სტუდენტების მიღებას (1 მაისიდან -15 ივლისამდე) პრაქტიკის პროგრამაზე იოზეფ გოლუხოვსკის სახელობის გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტში.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
საკონკურსო ადგილების რაოდენობა: 1
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 4 აპრილი, 2024 წელი
სააპლიკაციო დოკუმენტები:
· პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
· ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
· ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
· CV ევროპასის ფორმატით (ინგლისურ ენაზე);
· სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
განაცხადების მიღება:
სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ird@ciu.edu.ge , კანდიდატებმა სათაურის ველში უნდა მიუთითონ:Erasmus+ იოზეფ გოლუხოვსკის სახელობის გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტი.
შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
აკადემიური მოსწრება;
ენობრივი კომპეტენცია;
მოტივაცია;
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: (ოთახი 507), ird@ciu.edu.ge, +995 591152121 (შიდა 109).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება