Erasmus+ პროგრამის ფარგლებში 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ ბურგოსის უნივერსიტეტში (ესპანეთი) სრული დაფინანსებით.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
საკონკურსო ადგილების რაოდენობა: 1
სტიპენდია:
განაცხადების წარდგენა:
განაცხადები გაიგზავნება ბურგოსის უნივერსიტეტის პლატფორმის მეშვეობით ქვემოთ მოცემული წესით:
გადადით ბმულზე: sigma.ubu.es
შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა:
თქვენ მოგეწოდებათ მომხმარებლის სახელი (e.mail ანგარიში);
შექმენით პაროლი;
დაასრულეთ;
შედით სისტემაში (თქვენი მომხმარებლის სახელით და პაროლით);
დააწკაპუნეთ „Solicitud de intercambio de entrada“;
„აირჩიეთ გაცვლითი პროგრამა“ Erasmus K 107;
დააჭირეთ "დამატება"-ს;
შეავსეთ თქვენი პირადი მონაცემები;
შეავსეთ მობილობის შესახებ ინფორმაცია. გთხოვთ, ატვირთოთ ყველა საჭირო დოკუმენტი. ისინი აუცილებელია თქვენი განაცხადის შესაფასებლად:
ფოტოსურათი;
პასპორტი ან ეროვნული პირადობის მოწმობა;
ნიშნების ფურცელი ინგლისურ ენაზე;
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე;
ხელმოწერილი მობილობის წინადადება (ე.წ. Learning agreement, სადაც აირჩევთ ბურგოსის უნივერსიტეტში სასწავლო საგნებს. საგნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://www.ubu.es/grados ;
ესპანური ან ინგლისური ენის ცოდნის სერტიფიკატი (ასეთის არქონის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: ird@ciu.edu.ge, 598564295);
სამოტივაციო წერილი ესპანურ ან ინგლისურ ენაზე;
შენახვა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 19 თებერვალის ჩათვლით.
კანდიდატების შერჩევა:
- ატვირთული განაცხადები და დოკუმენტები გადაეგზავნება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მათი შეფასებისთვის;
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეაფასებს განაცხადებს და შემოგთავაზებთ კანდიდატთა სიას, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ დადგენილ მოთხოვნებს;
- აღნიშნული სია გადაეგზავნება ბურგოსის უნივერსიტეტს, სადაც შესარჩევი კომიტეტი შეარჩევს საბოლოო გამარჯვებულებს;
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (ოთახი 507), ird@ciu.edu.ge, +995 598 56 42 95
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება