Erasmus+ პროგრამის ფარგლებში 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის კსუ აცხადებს სტუდენტების მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ ბურგოსის უნივერსიტეტში (ესპანეთი) სრული დაფინანსებით.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
საკონკურსო ადგილების რაოდენობა:
სტიპენდია:
530 ევრო - მგზავრობის ხარჯები
850 ევრო - ყოველთვიური სტიპენდია
განაცხადების წარდგენა:
განაცხადები გაიგზავნება ბურგოსის უნივერსიტეტის პლატფორმის მეშვეობით ქვემოთ მოცემული წესით:
გადადოთ ბმულზე: sigma.ubu.es
შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა:
თქვენ მოგეწოდებათ მომხმარებლის სახელი (e.mail ანგარიში);
შექმენით პაროლი;
დაასრულეთ;
შედით სისტემაში (თქვენი მომხმარებლის სახელით და პაროლით);
დააწკაპუნეთ „Solicitud de intercambio de entrada“;
„აირჩიეთ გაცვლითი პროგრამა“ Erasmus K 107;
დააჭირეთ "დამატება"-ს;
შეავსეთ თქვენი პირადი მონაცემები;
შეავსეთ მობილობის შესახებ ინფორმაცია. გთხოვთ, ატვირთოთ ყველა საჭირო დოკუმენტი. ისინი აუცილებელია თქვენი განაცხადის შესაფასებლად:
ფოტოსურათი;
პასპორტი ან ეროვნული პირადობის მოწმობა;
ნიშნების ფურცელი ინგლისურ ენაზე;
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე;
ხელმოწერილი მობილობის წინადადება (ე.წ. Learning agreement, სადაც აირჩევთ ბურგოსის უნივერსიტეტში სასწავლო საგნებს. Საგნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://www.ubu.es/grados ;
ესპანური ან ინგლისური ენის ცოდნის სერთიფიკატი (ასეთია არქონის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ კსუ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: ird@ciu.edu.ge, 598564295);
სამოტივაციო წერილი ესპანურ ან ინგლისურ ენაზე;
შენახვა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 30 იანვარი.
კანდიდატების შერჩევა:
- ატვირთული განაცხადები და დოკუმენტები გადაეგზავნება კსუ-ს მათი შეფასებისთვის.
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეაფასებს განაცხადებს და შემოგთავაზებთ კანდიდატთა სიას, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ დადგენილ მოთხოვნებს.
- აღნიშნული სია გადაეგზავნება ბურგოსის უნივერსიტეტს, სადაც შესარჩევი კომიტეტი შარჩევს საბოლოო გამარჯვებულებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (ოთახი 507), ird@ciu.edu.ge, +995 598 56 42 95.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება