პროექტის ფარგლებში მობილობის განხორციელების შესაძლებლობა ეძლევათ ყველა აკრედიტებული ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს (მაგისტრანტებს და დოქტორანტებს), მკვლევარებს და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს.
2014-2015 სასწავლო წლისათვის განაცხადების მიღება გაგრძელდება 2014 წლის 12 იანვრამდე.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.alrakis2.eu. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს (მის.,ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი H105, ტელ., 2141388, ელ-ფოსტა alrakis@iliauni.edu.ge).
Erasmus Mundus არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე.
Erasmus Mundus Action 2 პროგრამის ფარგლებში 2012 წელს დაფინანსდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გიოტინგენის უნივერსიტეტთან (გერმანია) თანამშრომლობით შექმნილი კონსორციუმი.
კონსორციუმში წარმოდგენილია 8 ევროპული უნივერსიტეტი:
1. გიოტინგენის გეორგ-აუგუსტუსის უნივერსიტეტი, გერმანია - კოორდინატორი
2. ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი, პოლონეთი
3. ტალინის უნივერსიტეტი, ესტონეთი
4. სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი, ესპანეთი
5. პარიზის ვალ-დე-მარის უნივერსიტეტი, საფრანგეთი
6. ტუშას უნივერსიტეტი, იტალია
7. გრონინგენის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები
8. მასარიკის უნივერსიტეტი, ჩეხეთის რესპუბლიკა
პროექტის მონაწილე ქართული უნივერსიტეტებია:
1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო - სამხრეთ კავკასიის რეგიონალური კოორდინატორი
2. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო
3. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველო
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება