2024 წლის შემოდგომის სემესტრისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე ჩონამის ეროვნულ უნივერსიტეტში (ჩონამი, სამხრეთ კორეა).
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს: ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა; საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა; სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა; სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა; მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა; ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა; ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა.
აკადემიური მობილობის ფარგლებში მოხდება განვლილი კურსებისა და კრედიტქულების აღიარება უნივერსიტეტებს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე.
სწავლის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი.
სააპლიკაციო დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 6 მარტი, 2024 წელი.
სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ird@ciu.edu.ge . აპლიკანტებმა სათაურის ველში უნდა მიუთითონ - განაცხადი „ჩონამის ეროვნული უნივერსიტეტი“.
სააპლიკაციო დოკუმენტები:
ფინანსური პირობები:
მონაწილეები ჩონამის ეროვნულ უნივერსიტეტში გათავისუფლებულები არიან სწავლის საფასურის გადახდისგან, იხდიან CIU-ში ჩვეულ რეჟიმში.
|
წინაპირობა |
წახალისება |
1 |
კონკურსს შედეგების მიხედვით 1 ადგილზე გასვლა + მინ. GPA 3,5 |
სემესტრული სწავლის საფასური + ორმხრივი ბილეთები + საცხოვრებლის თანადაფინანსება თვეში 100 ევროს ფარგლებში (5თვე) + სამოგზაურო დაზღვევა + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში CIU- ში 5 საგნის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
2 |
კონკურსს შედეგების მიხედვით პირველ სამეულში გასვლა + მინ. GPA 3,2 |
სემესტრული სწავლის საფასური + ორმხრივი ბილეთები + სამოგზაურო დაზღვევა + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში CIU - ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
3 |
კონკურსს შედეგების მიხედვით პირველ სამეულში გასვლა + მინ. GPA 3,0 |
სემესტრული სწავლის საფასური + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში CIU - ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
4 |
კონკურსს შედეგების მიხედვით შერჩეული + მინ. GPA 2,5 |
პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში CIU - ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (507-ე ოთახი), ird@ciu.edu.ge, +995 591 15 21 21 შიდა ნომერი-109
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება