კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და Western Carolina University ერთობლივ კვლევაზე იმუშავებენ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში ერთობლივი კვლევის შესახებ ხელშეკრულება აშშ-ს Western Carolina University-სთან გაფორმდა.
პროექტის ხელმძღვანელია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ნანა პარინოსი.
პროექტის სათაურია “ამერიკული ლიტერატურა ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში“.
Western Carolina University-ის ანგლისტიკისა და ამერიკისმცოდნეობის დეპარტამენტიდან წარმოდგენილია პროფესორი ბრაიან რეილსბექი, რომელიც ნანა პარინოსთან და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელთან, დოქტორ ირაკლი კენჭოშვილთან ერთად ერთობლივ კვლევაზე იმუშავებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება