კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები, თბილისის იუსტიციის სახლის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
სტუდენტებისთვის იუსტიციის სახლის სამუშაო პროცესის გაცნობის მიზნით, საინფორმაციო ტური გაიმართა.
სტუდენტები ადგილზე გაეცნენ იუსტიციის სახლის მუშაობის სპეციფიკასა და სახელმწიფო სერვისების მიწოდების გამოცდილებას.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძემ უმასპინძლა და მათ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდების ინოვაციური მეთოდების გაცნობა და საკუთარი გამოცდილების გაზიარება, იუსტიციის სახლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება