9 ნოემბერს ლაგოდეხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე და მეხუთე კურსის სტუდენტებმა ჩაატარეს ლექცია-ტრენინგი ,,პირის ღრუს ჯანმრთელობა და ჰიგიენა“.
ლექციაზე სტუდენტებმა ისაუბრეს პირის ღრუს ანატომიაზე და ღრძილების დაავადების გამომწვევ რისკ- ფაქტორებზე.
ლექცია-ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ უფროსკლასელი მოსწავლეები. მათ მიიღეს მაქსიმალური ინფორმაცია პირის ღრუს მოვლის ინდივიდუალურ საშუალებებზე სახლის პირობებში, კბილების პროფესიული წმენდის საჭიროებაზე, ბრეკეტ-სისტემის არსებობისას პირის ღრუს მოვლის თავისებურებაზე, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და პროფილაქტიკური ვიზიტების შესახებ.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა მოდელებზე შეისწავლეს სხვადასხვა ჰიგიენური საშუალებებით კბილების სწორად წმენდის მეთოდები.
ლექცია- ტრენინგს ხელმძღვანელობდნენ: ასოცირებული პროფესორი ვერიკო ხუნძაკიშვილი, პროფესორი ლელა გრიგოლია და ასოცირებული პროფესორი ხათუნა კოვზირიძე.
ლექცია-ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება