CIU-ს ბიზნესისა და სტუდენტმა, გიორგი გახელაძემ, შავ ზღვაზე მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
მან ღია წყალში მოტოციკლით ყველაზე დიდი მანძილის გავლა შეძლო. გიორგი გახელაძემ ქობულეთის ახალი ბულვარის სანაპიროდან ფოთის მალთაყვის სანაპირომდე 33 კილომეტრი 33 წუთსა და 17 წამში დაფარა, რითაც ავსტრალიელი რაიდერის, რობი მედისონის შედეგი გააუმჯობესა. გიორგი გახელაძის შედეგი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირა და მას შესაბამისი სერტიფიკატიც გადასცა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს გიორგის აღნიშნულ მიღწევას და სამომავლო წარმატებებს უსურვებს!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება