კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული სამსახურის ორგანიზებით, CIU-ს სტუდენტები იუსტიციის სახლს ესტუმრნენ.
კამპანიის - „იუსტიციის სახლის მეგობარი“ ფარგლებში, სტუდენტები გაეცნენ თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში მუშაობის სპეციფიკასა და სახელმწიფო სერვისების მიწოდების გამოცდილებას. ასევე, იუსტიციის სახლის წარმომადგენლებმა სტუდნეტებს გაუზიარეს ინფორმაცია დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობების შესახებ.
საინფორმაციო ტურის შემდგომ, სტუდენტებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძემ უმასპინძლა. სტუდენტებს გამართული პრეზენტაციის შემდგომ, შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიეღოთ მათთვის სასურველი ინფრომაცია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება