7-8 ოქტომბერს თბილისში, ორბელიანის მოედანზე, პირველად საქართველოში, რითეილ ექსპო გაიმართა, რომელსაც „მეწარმეობის საფუძვლების“ საგნის ფარგლებში (ლექტორი - ია ნადირაშვილი) კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
გამოფენის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაეცნოთ ქართველი მეწარმეები და მათთან საქმიანი კომუნიკაცია დაემყარებინათ, ასევე, შეეფასებინათ საკუთარი სამეწარმეო პოტენციალი და შესაძლებლობები. გამოფენის ფარგლებში სტუდენტებმა მათი ფავორიტი მეწარმეებიც გამოავლინეს და მათ უნივერსიტეტის სახელით სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
აქტივობის დროს პრაქტიკულად განხორციელდა იმ ინსტრუმენტებისა და მეთოდების განხილვა, რასაც სტუდენტები აკადემიურ სივრცეში ეუფლებიან.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტთა აქტივობის შედეგად მეწარმეებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები გამოიკვეთა და მათ საწარმოებში ვიზიტებიც დაიგეგმა.
ადგილობრივი და იმპორტირებული პროდუქტის ორდღიანი გამოფენა „რითეილ ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა, სადაც მეწარმეებს ხარისხიანი და უვნებელი პროდუქტის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობისა და რეალიზების შესაძლებლობა ჰქონდათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება