კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი, გიორგი ხუჭუა, უკრაინული ნაციონალური ქამრის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს!
ჩემპიონატი 10-12 ნოემბერს პოლონეთის ქალაქ ბელსკო-ბიალაში გაიმართება, ჩვენი ფალავანი კი ხალიჩაზე 11 ნოემბერს 90 კგ. წონით კატეგორიაში გამოვა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ხუჭუამ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება იგივე სახეობაში საქართველოში გამართულ ჩემპიონატზე აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გამარჯვებით მოიპოვა.
მისი კარიეული მიღწევებიდან აღსანიშნავია: ძიუდოსა და სამბოში საქართველოს ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი ადგილი (ერთხელ), მეორე ადგილი (სამჯერ), მესამე ადგილი (ორჯერ); ევროპის თასის ვიცე-ჩემპიონობა (ბერლინი, გერმანია); საერთაშორისო ტურნირების ვიცე-ჩემპიონობა ბაქოსა (აზერბაიჯანი) და ერევანში (სომხეთი).
გიორგი ხუჭუა მსოფლიო ჩემპიონატზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და უკრაინული ნაციონალური ქამრის ჭიდაობის ფედერაციის ერთობლივი ფინანსური მხარდაჭერით იასპარეზებს.
წარმატება გიორგის!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება