კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების გასვლითი შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურში.
24 მაისს ჩატარდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების გასვლითი შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურში.
სტუდენტებს სამსახურის ხელმძღვანელმა და კინოლოგიის სამსახურის მთავარმა ექსპეტებმა გააცნეს თუ რა როლი აქვს ძაღლის მუშაობას დანაშაულის გახსნაში და როგორ მუშაობს ძაღლი შემთხვევის ადგილზე. ასევე სტუდენტების ჩართულობით გაიმართა იმიტირებული ექსპერიმენტი თუ როგორ ხდება ექსპერტიზის ჩატარება შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ოდოროლოგიურ ნიმუშზე. სტუდენტები ასევე დაესწრნენ ლექციას თემაზე: „კინოლოგიის სამსახურის ისტორია და ძაღლის როლი საპოლიციო საქმიანობაში“.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება