22 სექტემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს „ადვოკატთა სკოლის“ დამფუძნებელმა, დიმიტრი გაბუნიამ და დირექტორმა, ანა ქუმსიაშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში, მომსხსენებლებმა სტუდენტებს გააცნეს ადვოკატთა სკოლის საავტორო პროექტი, რომელიც მოიცავს რვაკვირიან ინტენსიურ პრაქტიკულ კურსს. პროგრამის მიზანია, დამწყებ იურისტებს დაეხმაროს იმ უნარების განვითარებაში, რაც აუცილებელია მაღალკვალიფიციურ პროფესიონალად ჩამოყალიბებაში. კურსი მოიცავს შვიდკვირიან ინტენსიურ ტრენინგ და პრაქტიკულ კურსს ქ. თბილისში და ერთკვირიან საგანმანათლებლო ვიზიტს საფრანგეთში, ქ. სტრასბურგში, სადაც მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის სხდომას, მიიღონ მონაწილეობა შეხვედრებში ევროპის საბჭოში და დაესწრონ ევროპელი ადვოკატების მიერ ჩატარებულ სემინარებს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაინტერესება გამოთქვეს პროექტის მიმართ და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია სტუმრებისაგან.
პროექტზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს შემდეგ ნომერზე - 599267007.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება