2024 წლის საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი - “CIU კავკასია” გახდა!
საუკეთესო უკანახაზელის ტიტული ლუკა მაზიაშვილმა მოიპოვა, ხოლო საუკეთესო ფორვარდი ჯავაუნ დენიელსი გახდა.
სპორტსმენები ლეგენდარული ზურაბ საკანდელიძის მეუღლემ და შვილიშვილმა, მაცაცო და ანა საკანდელიძეებმა, სუპერლიგის დირექტორმა, გიორგი ჯაფარიძემ, და ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა დააჯილდოვეს!
ფინალურ მატჩში კავკასიამ მეტოქე “ქუთაისი” 106:99 დაამარცხა!
ვულოცავთ ჩვენს გუნდს მიღწეულ შედეგს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება